საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი ქართული მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა.
„მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტეს სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!
ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და უფლის წყალობას. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი სამწყსო!
ქრისტესმიერი სიყვარულით", - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.